X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სოფელ როკითში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს გრძელდება

25 ოქტომბერი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. 

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლის რეაბილოტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

პროექტის ჯამური ღირებულება 4.2 მილიონ ლარამდეა.

სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიური ტემპით მალე დაიწყება შიდა სამღებრო სამუშაოები.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის პირველ კვარტალში.

რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ როკითის სკოლა სრულად განახლდება და ადგილობრივ მოსწავლეებს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს შესთავაზებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, ნოდარ გიორგიძესთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღდათში #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტსაც ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა 250 მოსწავლეს მოემსახურება.